შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა შუკაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1965 წელს. 1965-1970წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის ქიმიური ქარხნის მშენებლობაზე სამონტაჟო ტრესტ "საქსპეცმონტაჟმშენის" N3 სამონტაჟო სამმართველოს მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1971-1989წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" სისტემაში და როგორც სამმართველოს მთავარი ინჟინერი ხელმძღვანელობდა ქ. თბილისში მშენებარე მნიშვნელოვანი და სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობას; 1989-1992წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ქ. მარნეულის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი იყო და ემსახურებოდა ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე მშენებლობების რკინაბეტონის ნაკრთობებით დაკომპლექტებას; მისი ხელმძღვანელობით აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.622
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |