The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ შუბაშვილი

არჩილ შუბაშვილი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1951
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2021  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1974 წელს და ხელოვნების ფაკულტეტი კინომცოდნის სპეციალობით 1986 წელს.

1988-1994წწ. მუშაობდა შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება "კინოცენტრის" სამუზეუმო განყოფილებაში რედაქტორად. 1987-2006წწ. იყო თსუ კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს კულტურის მინისტრის თანაშემწე (1996-1999). ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორი წერილებისა ქართული და უცხოური კინოს შესახებ. ჟურნალ "ამარტას" რედკოლეგიის წევრი და მუდმივი ავტორი(2000 წლიდან). სხვადასხვა წლებში მისი ორგანიზაციით ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთში (ანკარაში 2003,  ანტალიაში 2004) და დანიაში (კოპენჰაგენში 2008 წელს). 2004-2013წწ. რამდენჯერმე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის წევრი და თავმჯდომარე. 2013 წლიდან  მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად. არის დოკუმენტური ფილმების "მიხეილ ჭიაურელის კინოსტალინიანა" და "გენერალი მაღლაკელიძე" სცენარის ავტორი. 1995 წლიდან არის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის "საპატიო სტუმარი". ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1980), კინომცოდნე.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 194; cinema.cu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1999-2013)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: