The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ანწუხელიძე

გიორგი ანწუხელიძე
Date of birth:18 August, 1984
Date of death:9 August, 2008  (at 23 years)
Burial location:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სოფელ ქვემო ალვანის საშუალო სკოლა 1999 წელს.

2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ბრიგადის 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, ჯანრმთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურს თავი დაანება. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული. 2013 წლის 2 ნოემბერს "თუშების სადროშომ" გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი: droni.geსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.geგმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.77

Awards and Honors

  • 2013 - თუში სახალხო გმირი
  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2011 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • 2009 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდგომ)

Share: