The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი ლომთაძე

ლალი ლომთაძე
Date of birth:3 January, 1955  (70 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის კინო-ტელე განყოფილება 1979 წელს.

მონაწილეობდა 150-ზე მეტ გამოფენაში საქართველოსა და საზღვარგარეთ, მათ შორის, პერსონალური: თბილისის მხატვრის სახლი (1984); ფილმჰაუზის გალერეა (საარბრიუკენი, გერმანია, 1992); შერატონ მეტეხი პალასი (თბილისი, 1993, 1995); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, 1995); გალერეა TMS (თბილისი, 2004); UN House, Tbilisi (2004); Paris "Maison du Caucase" (2004; 2007)საკავშირო და საერთაშორისო გამოფენები (მოსკოვი, 1980, 1985, 1987, 1988, 2001); მინი-გრაფიკის საერთაშორისო ბიენალე (ლოძი, პოლონეთი, 1985, 1987); საქართველოს ხელოვნება (ბერლინი, გერმანია 1988); "დეკო ინ" (ბერლინი, გერმანია, 1989); გალერეა ჰობი (1996, 1998, 2000); ქართული ხელოვნება (მოსკოვი, 1983, 1987, 2003); ქართული გრაფიკა (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1990). ძირითადი ნამუშევრები: "ნატვრის ხე", სერია "ბავშობის გახსენება", სერია "ქართული მოტივები", სერია "შადრევანი", "ჩემი მეგობრები", "ფანჯარა". არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა: "ყველაწმინდა" (ალავერდი, 1977), "გასეირნება" (1979). დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს, ქმნის წიგნების ილუსტრაციებს, ექსლიბრისებს, მუშაობს კინო/ტელე მხატვრობის სფეროშიც. მის მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. ფერადი ოფორტისა და შერეული ტექნიკის საშუალებით იგი ქმნის მაღალმხატვრულ ნამუშევრებს. განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი მხატვარს თანამედროვე ქართული ექსლიბრისის ხელოვნების განვითარებაში. 1987 წელს ბაქოში მოწყობილ ექსლიბრისის საკავშირო კონკურსზე მხატვართა კავშირის პრიზით დაჯილდოვდა; 1988 წელს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ექსლიბრისის კონკურსზე კი მის ნამუშევრებს I პრემია მიენიჭა; ასევე პრიზი დაიმსახურა კონკურსზე "მხატვარი ხატავს პარიზს" (პარიზი. 2005). 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. 1986-2007წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა კინოდეკორაციის კომპოზიციას. მისი ნამუშევრები ინახება: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, იტალიის, იაპონიისა და თურქეთის კერძო კოლექციებში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.292; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალიart.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 236-237

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

Share: