The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩაგუნავა

Date of birth:1952  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1974 წელს.

1974 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტის" სამრეწველო მშენებლობის განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1978-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1980-1995წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი; 1995 წლიდან მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "საქსოფლმშენკომპლექსის" მცხეთის რაიონულ ორგანიზაციაში, ჯერ წარმოების უფროსად, შემდგომ სამშენებლო ფირმა "ლიბოს" დირექტორად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის მიკრორაიონებში მსხვილპანელოვან ბინათმშენებლობას, დიდუბის სპორტული კომპლექსის ("მძლეოსნობის მანეჟის"), სასტუმრო "ამირანისა" და სპორტულ კომპლექს "ქარიშხალას", "საქტანსაცმელვაჭრობის" ბაზის კომპლექსისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ისნის რაიონში; ასევე, ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობის, სამშენებლო ორგანიზაციის საქმიანი ეზოსა და რაიონული ინფრასტრუქტურის მოწყობას მცხეთის რაიონში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.624


Share: