The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩაკვეტაძე

ოთარ ჩაკვეტაძე
Date of birth:7 May, 1934  (92 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1958 წელს.

1958 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1960-1964წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 1971 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; არაერთგზის იყო არეჩეული კათედრის გამგედ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანად; მისი მონაწილეობით დაპროექტებულია მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის მიხეილ მესხის სახელობის ფეხბურთის სტადიონი, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე; ჩატარებული აქვს შენობა-ნაგებობათა კვლევა, აღდგენა-რეკონსტრუქცია და სხვა; მის მიერ გამოკვლეულია 50-მდე სამშენებლო ობიექტი; 1978 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი, აკადემიური საბჭოს წევრი, დიზაინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სრული პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის "მშენებლობა" ხელმძღვანელი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.625

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

Share: