The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ჩანტლაძე

ნუგზარ ჩანტლაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2001  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქგიპროზემი" და "საქსახპროექტი"; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების რეფერენტი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, განყოფილების გამგის მოადგილე; მუშაობდა სს "საქქალაქმშენსახპროექტის" კომერციულ დირექტორად; მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა და რუსთავის (საქართველო), ბოკაროს (ინდოეთი), კრემიკოვცების (ბულგარეთი) მეტალურგიული ქარხნების, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის, ბათუმის სახლსაშენი კომბინატის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების პროცესებში, ასევე, ახალი ობიექტების პროექტირებაში; კურირებდა სოციალური და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ჩერნობილის ავარიით დაზარალებული ქ. სლავუტიჩისა და საქართველოში მიწისძვრით დაზიანებული რეგიონების ობიექტების აღდგენას, ევროპის პირველობისთვის ფოთის წყალჯომარდობის კომპლექსის ობიექტების მომზადებას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.626


გააზიარე: