შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ჩანჩიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის მთავარი სამმართველოს საპროექტო ინსტიტუტში და საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" განყოფილების უფროსად, ინსტიტუტის დირექტორისა და მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1988 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო სარემონტო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; აქტიურად მონაწილეობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" მიერ შემუშავებული პროექტებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამრეწველო და სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; არის გამოგონების ავტორი; დაჯილდოებულია საიუბილეო მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.626-627 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |