შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩარკვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1960-1967წწ. "ცეკავშირის" ბათუმის სამშენებლო სამმართველოს უფროსად: 1968-1996წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ბათუმის N10 სამშენებლო ტრესტის მმართველად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სოციალურ-კულტურული დანიშნულების არაერთი ობიექტი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ბათუმის კეთილმოწყობასა და განახლებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.627; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.262 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |