The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზორიკ ჩაჩავა

ზორიკ ჩაჩავა
ოფიციალური სახელი:ზურაბ ჩაჩავა
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2012  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; სწავლა გააგრძელა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე.

1967 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროსოფლმშენში" ინჟინრად, შემდეგ იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-2003წწ. მუშაობდა საინჟინრო დანადგარებისა და ჰელიოტექნიკის ლაბორატორიის გამგედ; მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულება იყო მზის ენერგიის გამოყენების პრობლემა სხვადასხვა დანიშნულების შენობებისათვის თბომომარაგების სისტემაში; არის 46 სამეცნიერო შრომის და 6 საავტორო მოწმობის ავტორი; წლების განმავლობაში სამსახურებრივი მივლინებებით იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რუმინეთში, უნგრეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სხვადასხვა სპეცდანიშნულების ობიექტების პროექტირებისა და მშენებლობის ზედამხედველობის საავტორო უფლებით; თვალსაჩინო მიღწევები ჰქონდა დიდ სპორტში; იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; წყალბურთელი; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.628; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.256

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში, მაღალი რანგის სპორტსმენთა მომზადებასა და ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზატორული საქმიანობისათვის
  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიბლიოგრაფია

  • მეგობრობის საიდუმლო : მოგონებები (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი სტილი", 2014. - 244 გვ.
  • Viva water polo! : ქართული წყალბურთი (ავტორი). - თბილისი, MMC, 2012. - 200გვ.
  • წყალბურთი : შეჯიბრების ორგანიზაცია და თამაშის წესები (შემდგენელი). - თბილისი, 1992. - 18გვ.

გააზიარე: