The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩაჩანიძე

ზურაბ ჩაჩანიძე
Date of birth:24 February, 1931
Date of death:1995  (at 63 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958წწ. მუშაობდა ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში ცვლის უფროსად, მექანიკოსად; 1958-1964წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" თბილისის სამონტაჟო სამმართველო "შახტამონტაჟის" უბნის მექანიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1984-1995წწ. უფროს ინჟინრად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; მონაწილეობდა და ხელმძრვანელობდა თბილისის ღვინის N3, კონიაკის, ხილის წვენების და კასპის რძის ქარხნების, თბილისის მაუდ-კამვოლის, პარფიუმერიისა და წყნეთის სამკერვალო ფაბრიკების, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ლაბორატორიის, კინოთეატრის, სკოლის და სხვა ობიექტების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, ქარხანა "ელექტროავტომატის", საცხოვრებელი სახლების (ვარაზისხევსა და ფალიაშვილზე), სკოლის (ხილიანის ქუჩაზე), საავადმყოფოს (ლენინგორში) მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოებს; დაჯილდოებული იყო "მეშახტის დიდების" I, II და III ხარისხის მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.628-629

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: