The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჩაჩანიძე

მიხეილ ჩაჩანიძე
Date of birth:21 January, 1933  (92 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1960წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზგიპროტორგში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1960-1975წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" - უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძრვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; 1975-1988წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროსი რეფერენტი, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1988-1989წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საბინაო-კომუნალური და საგზაო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1991-1996წწ. მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხთა მთავარ მრჩევლად; 1996-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის დავალების შესრულების კონტროლის განყოფილების სახელმწიფო მჩევლად; 1997-2004წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი; 2004 წლიდან სს "საქწყალპროექტის" მთავარი სპეციალისტია; მისი მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით დაპროექტდა და აშენდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა, გეოფიზიკისა და კიბერნეტიკის ინსტიტუტები, სამხედრო ოლქის შტაბების შენობები თბილისსა და ტაშკენტში; მისი მონაწილეობით, გასული საუკუნის 60-იან წლებში პირველად საქართველოში, მრავალსართულიანი კარკასული შენობების მშენებლობაში დაინერგა ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები, გამოყენებული იყო ელექტროგამოთვლითი მანქანები, ასეთივე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების ანგარიშების ჩასატარებლად; კურირებდა და მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის ბიოლოგიური ფაკულტეტის კორპუსისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის, ბაგების მაღლივი საერთო საცხოვრებლების, მდინარე ვერეზე გადასასვლელი დაკიდებული ხიდის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალი კორპუსების და სხვა ობიექტების მშენებლობაში; აქტიურად მონაწილეობდა 1991 წლის (დასავლეთ საქართველოში) და 2002 წლის 25 აპრილის (თბილისში) მიწისძვრების შედეგების ლიკვიდაციაში, 1991-1992წწ. ცნობილი მოვლენების შედეგად, რუსთაველის პროსპექტზე დაზიანებული შენობების, მათ შორის N1 სკოლის აღდგენაში. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.629

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, დამფუძნებელი წევრი

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: