| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური ჩაჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1966-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მოსაპირკეთებელი მასალების კომბინატის დირექტორი; 1975-1985წწ. ტრესტ "მშენინდუსტრიის"მმართველი; 1985-1992წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქსაკოლმეურნმშენის" საშენი მასალებისა და კონსტრუქციების ტრესტის მმართველად; 1992 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "საქსაკოლმეურნმშენის" თავმჯდომარედ; ხელმძრვანელობდა საქართველოს სახელმწიფო არქივის, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის, საცხოვრებელი მასივების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობას, ახალი ტიპის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ბუნებრივი და ხელოვნური ქვით მოპირკეთებული საკედლე პანელების შექმნას; თავის დროზე, ამ პანალებით აშენდა საქართველოს სახელმწიფო არქივის, სასტუმროების - "აჭარის", "ივერიის" და სხვა ობიექტების ფასადები; ასევე, რიგ სამრეწველო, საცხოვრებელ, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის ნაკეთობების, ხოლო "საქსაკოლმეურნმშენის" სისტემის ქარხნებში, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისთვის შემუშავებული კონსტრუქციების დანერგვას; იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.630 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

