The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჩახვაშვილი

Date of birth:18 July, 1952  (72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამიმოსვლო გზების მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო-საგამოკვლევო კანტორაში ინჟინრად; 1979-1987წწ. N11 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში - უსაფრთხოების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1987-1995წწ. N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1995-1997წწ. ამავე სამმართველოში უფროსად; 1997 წელს გახდა შპს "გზამშენი-4"-ის გენერალური დირექტორი; 1999 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო პროგრამა "საგზაო ადმინისტრაციისა და მისი ქსელის ორგანიზაცია და მენეჯმენტი" (შვედეთში); მონაწილეობდა რამდენიმე ასეული კილომეტრი საგზაო მონაკვეთის, სახიდე გადასასვლელების (მდინარეებზე - ლოჭინი და იორი, თბილისის შემოსასვლელი და კახეთის გზების გადაკვეთაზე) მშენებლობასა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაში; ასევე, საავტომობილო გზების - თბილისის ასაქცევი, "ფოთი-თბილისი-წითელი ხიდის", "თბილისი-მარნეული-გეგუთი-სომხეთის საზღვრის", "თბილისი-კოჯორი-მანგლისი-ბოგდანოვკისა" და "ალგეთი-ნატახტრის" მონაკვეთების მშენებლობაში; მიღებული აქვს გზებისა და მშენებლობის მსოფლიო ასოციაციის ტექნოლოგიების საერთაშორისო სერტიფიკატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.631; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.136

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სოფელ აღაიანის შემოსასვლელი გზის მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის

Share: