შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1991 წელს; ცოცხალ ენათა ინსტიტუტი, ტუნისის უნივერსიტეტი 1989 წელს; პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1995 წელს; ბერლინის აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის ინსტიტუტი 1997 წელს; თანამედროვე არაბული სამყაროს ანალიზი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პარიზი, საფრანგეთი 1995 წელს; ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ძირითადი კურსი, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტი, ჟენევა 2004 წელს; გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მათ შორის პროექტების მონიტორინგისა და ევალუირების დარგში, ეუთოს/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლის დარგში 2019 წელს; გაზისა და ნავთობის პოლიტიკური ეკონომია, პარიზის პოლიტიკურ, მეცნიერებათა ინსტიტუტი, საფრანგეთი 2019 წელს; 1992-1995წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1997წწ. მსოფლიო კულტურათა სახლის პროექტ-მენეჯერი; 1998-1999წწ. საუდის არაბეთში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს; ბერლინის მეცნიერებათა კოლეგიის (2001), საფრანგეთის კვლევითი ცენტრის, ამანი-ბეირუთი (2001), 2002-2003წწ. გერმანული პოლიტიკური ფონდის კონსულტანტი; 2004-2007წწ. იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთის, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში; წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.299; for.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |