შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჩახვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1959 წელს. 1959 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; იყო იმავე სამშენებლო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1966 წელს დაინიშნა N5 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1974 წელს გადაყვანილი იქნა N5 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1976 წელს დაინიშნა N5 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1978 წლიდან იყო სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "საქსპეცმშენის" N28 მოძრავი მექანიზირებული კოლონის უფროსი; 1985 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "საქსპეცმშენის" მმართველად; შემდგომში აღნიშნულ ტრესტს სახელწოდება შეეცვალა და მოქმედებდა როგორც "საქეკოსპეცმშენი", სადაც იგი 1994 წელს გენერალურ დირექტორად დაინიშნა; მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.631-632 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |