Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაჩა მალაზონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტალინის სამხატვრო უნივერსიტეტი ფოტო-გრაფიკის სპეციალობით 1990 წელს. მონაწილეობდა გამოფენებში: "Gastatates" (ვენა, 1998), გალერეა TMS (თბილისი, 1999). 1990 წლიდან არის ქართული ლარისა და პასპორტის დიზაინის თანაავტორი (ნ. მალაზონიასთან ერთად); ახალი ქართული პასპორტის დიზაინის ავტორი (2005). არის სარეკლამო-საგამომცემლო ფირმა "ბენეფისის" დამფუძნებელი (1990); 2002-2005წწ. საქართველოში შვედური კომპანიის პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი. რუსთაველის თეატრის ექვსი სპექტაკლის სადიპლომო პლაკატისათვის, ("რიჩარდი", "მეფე ლირი", "სეჩუანელი კაცი", "ანა ფრანკი", "სამანიშვილის დედინაცვალი" და "კავკასიური ცარცის წრე") სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსთა საბჭომ დააჯილდოვა ვერცხლის მედლით (ლენინგრადი, 1990). არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული "ორასლარიანი" ბანკნოტის (ჯერ "ნ. ნიკოლაძის" შემდეგ, "ქ. ჩოლოყაშვილის") დიზაინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (ნ. მალაზონიასთან ერთად). დიზაინერი-გრაფიკოსი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.300
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |