Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა მანჯავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1980 წელს, "მხატვრის სახლის" შემოქმედებითი სახელოსნო 1985 წელს. არის ავტორი ნამუშევრებისა: "გადადებული პარტია", "ორი კაბა", "მაგიდის ქვეშ", ტრიპტიქი "გენერლის ოჯახი","ორი მეგობარი", "კომპოზიცია" (1980-1995). 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: "მხატვრის სახლი" (თბილისი, 1985); საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნების (მოსკოვი, 1987); სახვითი ხელოვნების რეტროსპექტივა - 80-იანელები, "მხატვრის სახლი" (თბილისი, 1987); "ქართული სკოლა", დრუოს აუქციონი (პარიზი, 1990), გალერეა "არდიექსი" (თბილისი, 1990); მუნიციპალური თეატრის ჰოლი (ლუქსემბურგი, 1990); სამი ქართველი მხატვრის (სიეტლი, ჩიკაგო, ტაკომა, პარიზი 1990); "ქართული ხელოვნება" ფრანსკომტე (ტურინი, 1993); "STEINER HAUS" (ბონი, 1994); (კუვეიტი, 1994); გალერეა "ორიენტი" (თბილისი, 1994); გალერეა "TMS" (თბილისი, 1995); ორი მხატვრის - "GALERIE SEIDEL AM" (კიოლნი, 1996); ხელოვნების ფესტივალი "აფროდიტე" (სალონიკი, 1996); გალერეა "ორიენტი" (თბილისი, 2004). მიღებული აქვს პრიზი თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალზე (1996). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში; საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.306; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 38-39 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |