Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ჩიაევი![]()
Biographyდაბედების ადგილი: სოფელი არკინარეთი, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტი სალიანდაგო ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1931 წელს. 1931-1942წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საგზაო სამშენებლო სამმართველო "გზამშენის" როკის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1942-1944წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1944-1957წწ. კვაისის მაღაროთა სამმართველოს მშენებლობის უფროსი, მაღაროთა სამმართველოს დირექტორი; 1957-1960წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ; 1960-1962წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1962-1965წწ. საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1972-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1975 წლიდან საქართველოს მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა საშენი მასალების მრეწველობის არაერთი საწარმოს, სამხრეთ ოსეთის სამრეწველო ობიექტების, კვაისის მაღაროთა სამმართველოს გამამდიდრებელი ქარხნის, როკის საუღელტეხილო საავტომობილო გზის მშენებლობას; იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.632-633 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |