Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩიგოგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს. 1941-1945წწ. იბრძოდა II მსოფლიო ომში, საბჭოთა არმიის რიგებში, იყო მფრინავი; 1945 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობაზე, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1950 წელს სამუშაოდ გადადის ქ. თბილისში, სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კომუნარპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1955 წლიდან მიწვევით დაიწყო მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ავტორობით შესრულებული პროექტებით აშენდა მრავალი ობიექტი ქუთაისში, ბორჯომში, თბილისში და სხვა ქალაქებში; იგი პიონერია მათემატიკური მეთოდებისა და ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების გამოყენების არქიტექტურულ პროექტებში; არის ავტორი ფუნდამენტური შრომების: "კიბის ოპტიმალური ფორმისა და გაბარიტების დადგენა", "მოდულური სისტემა მშენებლობაში და სამშენებლო აგურის ზომები", "არქიტექტურის არსის გაგებისათვის" და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.633-634 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |