Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუკრი მანჯგალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-2005წწ. მუშაობდა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1986-1987წწ. მუშაობდა მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ექიმი გინეკოლოგი; 1987-2005წწ. აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი, წამყვანი მეცნიერ მუშაკი; 2005-2008წწ. იყო შპს "შალვა ქორიძის სახელობის თბილისის N4 სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან გენერალური დირექტორი შპს "დავით გაგუას კლინიკში", სამეანო სექტორის ხელმძღვანელი. არის 38 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური მკურნალობა ნეიროპათიისა შერწყმულის ჰიპერტონულ დაავადებასთან ლაზერპუნქტურის გამოყენებით", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.308. ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |