The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩიკვაიძე

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:2000  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სორმონი, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საგზაო მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს.

1945-1954წწ. მუშაობდა ქ. ჩიტაში "ბამ"-ის რკინიგზის მეორე ხაზის მშენებლობაზე, საპროექტო ინსტიტუტ "საქრკინიგზაპროექტში" სადგურებისა და კვანძების ჯგუფის უფროსად, "საქრკინიგზაპროექტისა" დაკაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის უფროსი მეთოდისტი; მისი ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაპროექტდა და აშენდა : დამხარისხებელ გორაკიანი სადგურები სამტრედიაში, თბილისში, ერევანში, ბაქოში, როსტოვში; რკინიგზის სადგური ნოვოროსიისკში, "ბორჯომის ვაგზალი" თბილისში; ციმბირში მუშაობისას მონაწილეობდა "ბამ"-ის რკინიგზის საკვანძო სადგურ ტაიშეტის, რკინიგზის სადგურ ოტპორის (იაპონიის საზღვარზე), ირკუტსკის რკინიგზის სადგურის დამხარისხებელი გორაკის და სხვა ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში; მისი განუხორციელებელი ნამუშევრებიდან უნდა აღინიშნოს ბათუმის რკინიგზის ახალი სადგურის, დიდუბის სადგურის ძირეული რეკონსტრუქციისა და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტები; იყო ვაგონთა დახარისხების სრულიად ახალი მეთოდის ავტორი; 1941-1945 წლების II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული ჰქონდა საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.635

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: