შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჩიკვაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკვებმრეწვში", თბილისის ელექტროტექნიკურ ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენში", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროში; 1972-1974წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების უფროსის მოადგილე და განყოფილების უფროსი; 1975-1996წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტისა და სახელმწიფო კომიტეტის "საქაგრომრეწვის" თავმჯდომარის მოადგილედ, სოფლის, სატყეო მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტს; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი მსხვილი მეფრინველეობის ფაბრიკებისა და მეცხოველეობის კომპლექსების, სამეცნიერო დაწესებულებათა ობიექტების, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის საწარმოების მშენებლობას, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 100-მდე კეთილმოწყობილი სოფლის მშენებლობას და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.635-636; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.90 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |