შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩიკვაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961წელს. 1961-1964წწ. მუშაობდა ჯგუფის ხელმძღვანელად საპროექტო ინსტიტუტებში - "საქჰიპროშახტი" და "საქსახპროექტი"; მონაწილეობდა თბილისის სამგზავრო საბაგირო გზებისა და სამთო სამრეწველო ობიექტების პროექტირებაში; 1964-1980წწ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მრავალი საპასუხისმგებლო, სამოქალაქო და სატრანსპორტო ნაგებობების გამოცდას - თბილისის სტადიონი "დინამო", საბორნე გადასასვლელები - "ილიჩოსკი-ვარნა", "ბაქო-კრასნოვოდსკი" და სხვა, თბილისის ხიდები (დიდუბის და ბარათაშვილის), რკინიგზის და საავტომობილო ხიდები ამიერკავკასიაში და უკრაინაში; დამუშავებული აქვს მეცნიერულ -კვლევითი თემები რკინაბეტონის თეორიის, სატრანსპორტო და სამოქალაქო ნაგებობების სეისმოდეგობის განხრით ინსტიტუტებთან "НИИЖБ" და "ЦНИИС"-თან ერთად; აგრეთვე ორმხვრივი ხელშეკრულების თანახმად, პრაღის პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ხიდების და რკინაბეტონის კონსტრუქციების" კათედრის სპეციალისტებთან ერთად; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საგურამოში და ბორჯომში არსებული კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მეცნიერულ-ტექნოლოგიური და გამოსაცდელი ბაზების პროექტირებას და მშენებლობას; მონაწილეობდა ორიგინალური კონსტრუქციების სწრაფადგასაშლელი საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციებისათვის გათვალისწინებულ ხიდების დამუშავებაში, პროექტირებაში და სავალე გამოცდებში; არის 50-ზე მეტი მეცნიერული შრომის ავტორი; 1998წ. 23-28 ივლისს კოსმოსში გაყვანილ იქნა კოსმოსური რადიორეფლექტორის უნიკალური კონსტრუქცია, რომლის დამუშავებაში და დაპროექტებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია "ღირსების ორდენით"; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სამშენებლო კონსტრუქციების" კათედრის დოცენტი, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.636; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |