The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევი ჩოგოვაძე

რევი ჩოგოვაძე
Legal name:რევაზ ჩოგოვაძე
Date of birth:5 March, 1944  (81 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა  და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

მუშაობა დაიწყო ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, სადაც მონაწილეობდა M-1000 გამოთვლითი სისტემის პროექტირებაში. 1970-1973 წწ. იყო მივლინებული ასპირანტი  სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში, სადაც აკად. ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა ახალი თაობის მატრიცული და ასოციაციური პარალელური პროცესორების თეორიული საფუძვლების დამუშავებაზე. 1973-1982 წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფი სახელმწიფო კომიტეტის რესპუბლიკური  საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრის გამოთვლითი ტექნიკისა და პროგრამირების განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, დირექტორი - დარგობრივი მართვის ავტომატიზებული სისტემის გენერალური  კონსტრუქტორი. 1983-1993 წწ. იყო საქართველოს  მთავრობის აგროსამრეწველო კომპლექსის საკითხთა სახელმწიფო მრჩეველი, 1985 წ. შეიმუშავა რეგიონალური სასურსათო პროგრამების კონტროლისა და ანალიზის ავტომატიზებული სისტემა. 1994-2002 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კორპორაცია "საქაგროტექსერვისის" ვიცე-პრეზიდენტი,  ს/ს  "საქსოფლტექნიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2003-2019 წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი. არის აკადემიური დოქტორი, მრავალი სამეცნიერო  ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მიღებული აქვს სახელმწიფო და სხვა ჯილდოები. 2020 წელს განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისათვის მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდება.

სადისერტაციო თემა - "სახეთა  ამოცნობაში  გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მოდელირება ნეირონული  ქსელებით".

Awards and Honors

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ბრინჯაოს მედალი
    სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მარაგნაწილებით მომარაგების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შემუშავება-დანერგვისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფის მართვის ავტომატიზებული სისტემის პირველი რიგის შემუშავება-ფუნქციონირებისა და ხელმძღვანელობითვის

Bibliography


Share: