შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩინჩალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, სარეწაო კოოპერაციის საბჭოში; 1958 წელს დაინიშნა თბილისის გაზმომარაგების ("თბილგაზის") სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1962-1985წწ. იყო იმავე სამმართველოს უფროსი, ხოლო მის ტრესტად რეორგანიზაციის შემდეგ - ტრესტის მმართველი. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა თბილისის თითქმის მთლიანი გაზიფიკაცია. 1985 წლიდან მუშაობდა "საქგაზსახკომის" თავმჯდომარის თანაშემწედ, ტექნიკური განყოფილების უფროსად, სს "საქტრანსგაზმრეწვის" მთავარ სპეციალისტად; 1999 წლიდან იყო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ჯგუფის ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1971 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მოაწყო ჰიდროდინამიურ გადაცემათა ლაბორატორია. ამავე ინსტიტუტში დოცენტის რანგში კითხულობდა ლექციებს. არის რამდენიმე გამოგონების და ათეულობით რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მინიჭებული აქვს ინჟინერშემდუღებლის საერთაშორისო კვალიფიკაცია. დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.637; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.380 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |