The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ ჩიტაია

ფრიდონ ჩიტაია
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს.

მონაწილეობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის, რესპუბლიკის საგადასახადო სამსახურის სათავო ოფისს, საქართველოს სახალხო დამცველის ადმინისტრაციული შენობის, სასტუმრო "თბილისის" (ქ. თბილისში) მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში; მისი მონაწილეობით აგებულ შენობა-ნაგებობებს შორისაა: საცხოვრებელი სახლები თბილისსა და ბათუმში. სასტუმროს ტიპის რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, გაერთიანებული "ტელეკომისა" და შპს "ნიკორას" საოფისე და კომერციული ფართები თბილისში, აჭარასა და გურიაში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში, წყნეთში, არაგვის ხეობაში და სხვა; არის შპს "პირამიდას" დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.637


გააზიარე: