შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩიტაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს. 1928-1936წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - პედაგოგად; 1936-1940წწ. მტკვრის სანაპიროების სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელად და მთავარ ინჟინრად; 1940-1943წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" და "თბილმშენის" მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1943-1944წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ ინჟინრად და კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1944-1945წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1945-1951წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1951-1957წწ. სამშენებლო ტრესტების - "თბილმშენისა" და 1957-1961წწ. "თბილგაზმშენის" მმართველი; 1961-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა თბილისის რძის ქარხნის, ბარათაშვილის აღმართის, თბილისის არაერთი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის, საცხოვრებელი სახლების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და სსრკ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.637-638 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |