Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ჩიქოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს; ასპირანტურა1970 წელ;ს. 1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტზე; გაიარა სამეცნიერო-პედაგოგიური ზრდის ყველა საფეხური სწავლების ოსტატობიდან სრულ პროფესორობამდე; 1996-2002წწ. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში: "კავუნიტექსში" ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2002-2008წწ. "ცენტრ პოინტში" ბეტონის ქარხნის ტექნოლოგად; 2008 წლიდან "კაპიტელ ინვესტში" სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ტესტირების ლაბორატორიის გამგედ; იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მრჩეველი; 2009 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საპროექტო სამუშაოთა ექსპერტიზაში, შენობა-ნაგებობათა მდგრადობის დადგენის კვლევაში, საშენი მასალების ხარისხის კონტროლსა და სხვა საველე-საექსპლუატაციო სამუშაოებში; ამჟამად იკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის N103 დეპარტამენტის (მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის და სამშენებლო მასალების) უფროსის თანამდებობას. არის 150 სამეცნიერო ტექნიკური პუბლიკაციის და 10 სახელმძღვანელოს ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.639-640 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |