შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი "ხიდებისა და გვირაბების" მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974 წლიდან მუშაობს საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტში - "ტრანსპროექტი" ინჟინრის, უფროსი, ინჟინრის, ბრიგადის ხელმძღვანელის, პროექტის მთავარი ინჟინრის, მთავარი სპეციალისტის, ხელოვნური ნაგებობების განყოფილების უფროსის თანამდებობებზე; 2008 წლიდან მუშაობს ინსტიტუტ "ტრანსპროექტის" სამშენებლო-სამონტაჟო განყოფილების უფროსად; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საპროექტო ინსტიტუტ "ტრანსპროექტში" საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმის განვითარებაში; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დაპროექტებულია და განხორციელებულია მრავალი ხიდისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საქართველოში: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის, "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" 58 კმ ავტომაგისტრალის, "თბილისი-რუსთავის" მაგისტრალური გზის, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის, აჭარის შემოვლითი გზების განვითარების პროექტის ფარგლებში ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისა და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების, "სენაკი-ფოთი-სარფი" (თურქეთის საზღვარი) მაგისტრალური გზის 89-96 კმ-ებზე მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების, ქ. თბილისში, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის და გმირთა მოედანზე ესტაკადების, ქ. თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კორტების ტერიტორიაზე საჯარო რეესტრის შენობის, ანაკლიაში მდ. ენგურზე, ფეხით მოსიარულეთა ხის ხიდის მშენებლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.640-641; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |