The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ჩიჩუა

დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1998  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1953წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1953-1960წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტისა და 1960-1962წწ. ამავე სამინისტროს ბიჭვინთის სპეც. სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1962-1969წწ. იყო საქართველოს სახალხო კონტროლის და 1969-1987წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1987-1995წწ. კომერციული ბანკის მმართველი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.642

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: