Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს; სწავლობდა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1965 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი; 1972 წლიდან დოცენტი; 1984 წლიდან პროფესორი; 1986-1989წწ. - ამავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1990-2004წწ. - თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრის გამგე; მონაწილეობდა გაეროს და თაცის-ის საერთაშორისო პროექტების დამუშავებაში; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორისაა ორი სახელმძღვანელო და ექვსი გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია რამდენიმე სამაგისტრო და საკანდიდატო დისერტაცია. 2006 წლიდან მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში პროექტირების მთავარ სპეციალისტად; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, გრიბოედოვის სახელობის თეატრის, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გათბობის ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების პროექტები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.642-643; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.385-386 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |