The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ მანჯაფარაშვილი

ნუგზარ მანჯაფარაშვილი
Date of birth:6 May, 1951  (73 years)
Category:Sculptor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1975 წელს. 

1978-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტისა და 1990-1995წწ. ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. ძირითადი ნამუშევრები: ქალის ტორსი, "გაზაფხული", "შემოდგომა", "დემეტრე თბილელი", "მაღლივი მემონტაჟე", "დედა-შვილი", კომპოზიცია (1986), "მჯდომარე ქალი", ქვა (1988); "მთიბავის ტორსი", ქვა (1991); "თავი", "ილიას პორტრეტი", "ძახილი", "მყვინთავი", "9 აპრილი" (1989), "პაპის პორტრეტი", თემბი, ქვა, ლითონი (1995); "აფროდიტე", მარმარილო (1997); "ფრთამოტეხილი ანგელოზი" (1993); სამედალო ხელოვნების ნიმუშები. 1976 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: პერსონალური - გალერეა "თბილისი" (1996), პარიზი (1979); 1979-1995წწ. ჯგუფური - "მხატვრის სახლი", "ქართული ხელოვნება" (ვარშავა, 1985); საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (მოსკოვი, 1987); ქართული დაზგური ქანდაკება, (თბილისი, 1991), ქართული ხელოვნება (მოსკოვი, პრაღა, 1991); "ივერთბანკი" და გალერეა "ორიენტი" (თბილისი, 1996), "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" (1998) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია კულტურის სამინისტროს საცავში, სეგ-ში, სამხატვრო ფონდში, გალერეა TMS-ში, კერძო კოლექციებში. 2002-2003წწ. არის სეგ-ისა და თანამედროვე ხელოვნების გალერეის (2005) I პრემიების და "9 აპრილის" II პრემიის ლაურეატი. მისი ბიოგრაფია შესულია სსრკ მხატვართა კავშირის წევრთა ბიბლიოგრაფიულ ცნობარში (მოსკოვი, 1982). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.308; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1982-)

Share: