Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ჩოგოვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობისა 1961 წელს და სამშენებლო საინჟინრო ეკონომიკის სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1978 წელს. 1961-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სისტემაში; გაიარა თითქმის ყველა თანამდებობრივი საფეხური მშენებელი ოსტატობიდან ტრესტის მმართველის მოადგილეობამდე; 1981-1992წწ. იყო სსრკ გაზის მრეწველობის სამინისტროს გაერთიანება "საქბურღგეოთერმიის" უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1992-2007წწ. შპს უნივერსიტეტ "საქართველოს" პრორექტორი მშენებლობის დარგში; 2007-2011წწ. სამშენებლო ფირმების შპს "თბილისი-16"-ისა და შპს "ბი-ქეი გრუპის" დირექტორი; 2011 წლიდან არის ჰოლდინგ "საქართველოს" დირექტორი მშენებლობის დარგში; 1976-1992წწ. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრაზე; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თბილისში, ჭიათურაში, ტყიბულში, ტყვარჩელში, ბოლნისსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში, მონაწილეობდა და ხელმზღვანელობდა რიგი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მედლების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.644
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |