The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ჩოგოვაძე

გოჩა ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ფოტო ხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობით ფოტომხატვარი 1978 წელს.

1979-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალში; 1982-1989წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული ზონის დაცვის არქიტექტორად, შემდეგ კი მშენებლობის ინსპექციის უფროსად; მის მიერ შესრულებული პროექტებია: ქ. ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტი, ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი, ქ. ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტი (კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი), ქ. ქუთაისის ისტორიული ზონის განაშენიანების გეგმა, ქ. ქუთაისის მდ. რიონის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტები, ქ. წყალტუბოში სავაჭრო ცენტრის პროექტი; 1989 წლიდან კერძო საპროექტო "არქიტექის" ხელმძღვანელია, სადაც დამუშავებული აქვს: ქ. ცაგერის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ქ. თბილისში ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის პროექტი, სპორტული კომპლექსის პროექტები ხაშურში, ცაგერში, აბასაში, ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტები, ქ. ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო ბაზის პროექტი და სხვა; არის ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის თანაავტორი (2015).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.645


გააზიარე: