The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჩიხორია

თეიმურაზ ჩიხორია
Date of birth:25 February, 1948  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯითი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს.

1971-1972წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გაგრის N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს ინჟინრად; 1972-1974წწ. გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1974 წლიდან მუშაობდა საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1974 წელს დაინიშნა მთავარ ინჟინრად; 1981 წელს სამსახურებრივი მივლინებით, ტექნიკური დახმარების მიზნით, გაგზავნილ იქნა კუბის რესპუბლიკაში და ხელმძღვანელობას უწევდა საბჭოთა და კუბელ სპეციალისტთა ერთობლივ ჯგუფს საგზაო-სამშენებლო გაერთიანებაში, რომელმაც ათასამდე კილომეტრი მაგისტრალური სახელმწიფო და სასოფლო დანიშნულების საავტომობილო გზების მშენებლობის სამუშაოები შეასრულა; 1984 წლიდან კვლავ მუშაობდა გაგრის N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; მიღებული აქვს კუბის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.643

Member of Organizations

  • საქართველოს მეგზევეთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • აფხაზეთის დამსახურებული მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული მეგზევე

Share: