The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბრაამ საპირი

აბრაამ საპირი
Legal name:აბრაამ სეფიაშვილი
Date of birth:31 March, 1942  (83 years)
Category:Engineer, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს.

1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში, სადაც ებმევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქ. აშდოდში აყალიბებს ისრაელში პირველ საქართველოდან ამოსულ ოლეთა კომიტეტს; 1973 წელს სათავეში უდგება აშდოდის პორტის ქართველ ებრაელ მუშების შიმშილობით გაფიცვას, რომელიც გაფიცულთა სრული გამარჯვებით დამთავრდა; 1973 წლის ქიფურის ომის მონაწილე, სადაც იგი მოხალისეთ მიდის 18 ახლად ამოსულ ქართველ ებრაელთან ერთად; ის ისრაელის ისტორიაში პირველი ოლეა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ისრაელში ამოსვლიდან სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურაში აირჩიეს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე - ქ. აშდოდის საქალაქო მუნიციპალიტეტის დეპუტატად; 1993 წლიდან ქ. ბათ-იამის მერის მოადგილე. გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის მანძილზე; აკეთებდა პოლიტიკურ მიმოხილვებს იარაელის რადიო "კოლ-ისრაელის" ქართულენოვან გადაცემებში; შეყვანილია ორგანიზაცია "კერენ კაიმეთის" ოქროს წიგნში (1999) ებრაელი ერის ყველაზე გამოჩენილ და დამსახურებულ პირთა გვერდით. ავტორია წიგნებისა: "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი" (2000), "კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი" (2000), "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ" (2017); გამოქვეყნებული აქვს ასობით პუბლიცისტური შრომა, სტატია, რეპორტაჟი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: აბრაამ საპირის პირადი გვერდი: abraamsapir.com; აბრაამ საპირის შემოქმედება (ახალი ვარიანტი) : abraamsapiri.com

Member of Organizations

  • ისრაელ-საქართველოს მეგობრობის შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოება, დამაარსებელი, თავმჯდომარე (1976-)
  • ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანება, თავმჯდომარე
  • პოლიტიკური მოძრაობა "ალია და ახალგაზრდები", დამაარსებელი (1983-)
  • საქართველოდან გამოსულ ებრაელთა მსოფლიო ფედერაცია, თავმჯდომარე (1978-)

Share: