შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ჩოლოყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს. 1948-2008წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქმშენსახპროექტში", იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას; კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მის ძირითად ნამუშევრებს შორის შეიძლება დასახელდეს შემდეგი: სასტუმრო "აჭარის" პროექტი (თანაავტორ მ. მელიასთან ერთად), მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანი"-ს პროექტი (თანაავტორობით), შ. რუსთაველის სახელობის თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი, მინისტრთა საბჭოს საცხოვრებელი სახლი საბურთალოს ქ. N40, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაფართოების პროექტი, საცხოვრებელი სახლი უშანგი ჩხეიძის ქ. N33 (წიგნის პალატის გაგრძელებაზე სანაპიროს მხრიდან) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.646 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |