Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩომახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1931 წელს. 1930-1933წწ. მუშაობდა მდინარე მტკვარზე ჩელუსკინელების (ამჟამად თამარ მეფის) სახელობის ხიდის მშენებლობაზე, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში საინჟინრო ნაგებობების საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1933-1941წწ. ბარათაშვილის აღმართის მშენებლობაზე, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; თბილისის საჰაერო დაცვის შტაბის მთავარ ინჟინრად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის მთავარ ინჟინრად (ჯარში გაწვევის შემდეგ); 1944 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1947 წელს - გორის ბამბეულის კომბინატის მშენებლობის დირექტორად; 1948 წელს - თბილისის დაგეგმარების მთავარ ინჟინრად; 1949-1950წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1950-1953წწ. სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" მთავარი ინჟინერი და მმართველის მოადგილე; 1953-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსად, იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი; 60-იანი წლების დასაწყისში ზედამხედველობდა ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ ნაწილს, რომელიც შეიცავდა იმ პერიოდის სამშენებლო წარმოებისა და პროექტირების მიმართულებით მნიშვნელოვან ტექნიკურ სიახლეებს; იყო მრავალი სამშენებლო დაწესებულების კონსულტანტი; მონაწილეობდა ჩელუსკინელების სახელობის ხიდის დაპროექტება-მშენებლობაში, ბარათაშვილის სახელობის აღმართის რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავებაში (თბილისში); მისი პროექტით აშენდა მდინარე რიონზე რიონზე ოთხმალიანი ხიდი (ქ. ქუთაისში), მილსადენების გადასაყვანი ხიდები, მეტეხისა და ვერის ხიდები მდინარე მტკვარზე (თბილისში), I კატეგორიის თავშესაფარი (თბილისის ბოტანიკური ბარის გვირაბში), რიგი თავდაცვითი ობიექტები? კავთისხევის სარწყავი სისტემის 600 მმ-იანი ზიგზაგური მილსადენი, ქსნის მინის ქარხნის სოდის შესანახი სილოსები; თანაავტორებთან ერთად, საქართველოში პირველად განახორციელა დაკიდული კონსტრუქცია სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში; იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიისა და სეისმომედეგი მშენებლობის საბჭოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.646-647; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.334 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |