The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დევი ჩოფიკაშვილი

Date of birth:12 May, 1928  (96 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1953 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს ქალაქგეგმარებისა და ტერიტორიული დაგეგმარების საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1965-1976წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში", 1982-1988წწ. უკავშირდება საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტს"; მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი და თანაავტორი იყო, მათ შორის: პირველი ექსპერიმენტული ტიპური საცხოვრებელი სახლის ვაკეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსის (მაღლივი სასწავლო სალექციო კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა წიგნსაცავით 5 მილიონ წიგნზე) და სტუდენტთა საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლის, სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტის" ადმინისტრაციული შენობის ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტული კომპლექსის "შრომითი რეზერვები" ნაძალადევის რაიონში, სპორტის ზამთრის სახეობათა სასახლის, 500-ადგილიანი ფართოეკრანიანი კინოთეატრის თბილისში, შრომის სასახლის ვაკეში, სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის ახტალაში, სანატორიუმების ქობულეთში, სოჭში, ბიჭვინთაში და სხვა; მისი შემოქმედებითი საქმიანობა არაერთი საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჯილდოთია აღნიშნული.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.647

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • სსრკ არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: