The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ ჩუბინიშვილი

Date of birth:21 February, 1935  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N1 სპეციალურ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად; 1965 წლიდან ამავე ტრესტის N9 სპეციალურ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს საგეგმო-ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო, შემდეგ მთავარი ინჟინერი და სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1974 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1978 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში "თბილფოლადკონსტრუქცია", საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ მთავარ ინჟინრად; 1996 წლიდან არჩეულ იქნა სს "თბილფოლადკონსტრუქციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შესრულებულია სპეციალური სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორებიცაა: თბილისის ქარხანა "ელექტროაპარატი", საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მაღლივი კორპუსი, ქარხანა "მიონი", ქარხანა "ცენტროლიტი" ავჭალაში, "სატრაქტორო" ქარხანა ქუთაისში, კასპის ცემენტის ქარხნის რეკონსტრუქცია, ქ. რუსთავის კაპროლაქტამის საწარმო, აგლოფაბრიკის რეკონსტრუქცია და მრავალი სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.648


Share: