Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჩუბინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი და მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა და ხელმძღვანელ მუშაკთა კურსები. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, ექსპერიმენტული დაპროექტების განყოფილების უფროს ინჟინრად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საქართველოს რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარკოლმშენის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სამშენებლო გაერთიანება "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო კონცერნ "საქსოფლმშენის" ვიცე-პრეზიდენტი, გაერთიანება "ინტერდიზაინმშენის" გენერალური დირექტორი; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა: თბილისში ვაკის პარკის საცურაო აუზი, ქართული ენციკლოპედიისსამეცნიერო რედაქციის შენობა, საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე; ახალგაზრდული ქალაქი "ბორის ძნელაძე" (შავნაბადაზე), ახალი სოფლები და დასახლებები მაღალმთიანი რეგიონებიდან გადმოსახლებულთათვის (ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის რაიონებში), ილიას მემორიალი (ყვარელში), კულტურულ-ზოგადსაგანმანათლებლო და საწარმოო დანიშნულების შენობები, სამშენებლო საწარმოები, პემზის კარიერები, რკინაბეტონის პოლიგონები, განაშენიანდა დაბა წყნეთის სააგარაკო ზონა, ჩატარდა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები (საჩხერის რაიონში) და ა.შ.; იყო 6 სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების, 2 რაციონალური წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.649 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |