Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა ჩუბინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხალიფაური, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1973 წელს. 1973-1986წწ. მუშაობდა სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "საქმექანომონტაჟის" რუსთავის სამონტაჟო სამმართველოში, სადაც გაიარა გზა რიგითი ოსტატიდან სამმართველოს უფროსამდე; 1986 წელს სამმართველოს ბაზაზე ჩამოაყალიბა სამონტაჟო ნაკეთობათა საწარმო, რომელიც 1994 წელს გატარდა რეგისტრაციაში, როგორც სააქციო საზოგადოება "სარინი", სადაც დღემდე მუშაობს დირექტორად; 1973 წლის შემდეგ მონაწილეობდა შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების მშენებლობაში - რუსთავის საწარმოო გაერთიანება "აზოტსა" და მეტალურგიულ კომბინატში, რუსთავისა და თბილისის ქარხნებში "ცენტროლიტი", თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში და სხვა; მონაწილეობდა "ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის მშენებლობაში და მის ექსპლუატაციაში; დიდი წვლილი შეიტანა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში; 2002 წელს მისი ხელმძღვანელობით ს/ს "სარინმა" დაამზადა და ექსპლუატაციაში გაუშვა თბილისის ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიური ცენტრის საქვაბე და ნარჩენების დასაწვავი დანადგარები; 2001 წელს დაამონტაჟეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს ყვარლის ჰიდროელექტროსადგური; მონაწილეობდა ქალაქ თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით ს/ს "სარინში" დამზადდა და დამონტაჟდა ტაძარზე აღმართული 2,7- ტონიანი ჯვარი; 2007-2009წწ. განახორციელა ე.წ. "ნახშირის პროექტი" კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებში, რომელიც უზრუნველყოფს ტყიბულის იაფი ქვანახშირის გამოყენებას ცემენტის წარმოებაში საწვავად; დაამზადეს და დაამონტაჟეს რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნებში საფილტრი დანადგარები; 2010-2011წწ. ქალაქ ტყიბულში განახორციელა 13,2-მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროცენტრალის მშენებლობა; 2012 წელს ყულევის ტერმინალის ტერიტორიაზე განახორციელა თხევადი აირის მიღება - გადატვირთვის ტერმინალის მშენებლობა; 2012-2013წწ. მონაწილეობა მიიღო რაჭაჰესის 14 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციოდ გაშვებაში; ახორციელებს "ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავისა და კასპის ქარხნების ტექნიკურ გადაიარაღებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.650-651; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.259 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |