The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჩუბინიშვილი

დავით ჩუბინიშვილი
Date of birth:4 March, 1941
Date of death:1991  (at 49 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით ჰიდრომშენებელი 1963 წელს.

1963-1968წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დაპროექტების უფროს ინჟინრად; 1968-1976წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1977წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1977-1980წწ. - სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში: სამშენებლო სამმართველო "ინჟმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად და მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1980-1984წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1984-1987წწ. - საქართველოს კომპარტიის გორის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე. წლების განმავლობაში კურირებდა "ენგურჰესის", "ჟინვალჰესის", "ვარციხჰესების", "თბილსრესის" და სხვა ენერგოობიექტების მშენებლობას. 1987 წელს იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1988 წლიდან გარდაცვალებამდე - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.651; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.391


Share: