The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალკაზარ ჩხაიძე

ალკაზარ ჩხაიძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ნოვიჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს.

1969-1978წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სოხუმის N133 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1978-1989წწ. ტრესტის ეშერის ბეტონის ქარხნის დირექტორად; 1989-1993წწ. ამავე ტრესტის სოხუმის N676 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1993 წელს დაინიშნა სს "ტრანსმშენის" თბილისის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; ხელმძღვანელობს სს"ტრანსმშენის" სოხუმის სამშენებლო ფილიალს; ხელმძღვანელობდა სოხუმის სატვირთრო სადგურის განვითარებას, სოხუმისა და დრანდის რკინიგზის ლიანდაგების რეკონსტრუქციას, სოხუმის რკინიგზის სანეპიდსადგურის ძირითადი კორპუსისა და ლაბორატორიის, სოხუმის სალოკომოტივო დეპოს, პათოლოგიისა და ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის მთლიანი კომპლექსის (სოხუმსა და ტამიშში), სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს გაგრის დასასვენებელი სახლის ("სკალა"), აგუძერის დასასვენებელი სახლის, ეშერის პანსიონატის, საცხოვრებელი სახლების (სოხუმსა და გაგრაში) მშენებლობას და სხვა. არის აფხაზეთის ომის მონაწილე, აფხაზეთში ომის პერიოდში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას გამოვლენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა (1999). მიღებული აქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო და სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.651-652


გააზიარე: