The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ჩხეიძე

დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვარდისუბანი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1983წწ. მუშაობდა საართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1983 წელს დაინიშნა იმავე ტრესტის N7 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1987-1994წწ. სათავეში ედგა სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N5 სახლმშენებელი კომბინატის ქარხანას; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის საცხოვრებელი მასივების მშენებლობაში, ქ. ჩერნობილის, ქ. სლავუტიჩის მშენებარე ობიექტების რკინაბეტონის ნაკეთობებით მომარაგებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.652


გააზიარე: