The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თორნიკე ჩხეიძე

Date of birth:1927
Date of death:1972  (at 45 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1950 წელს.

1950-1959წწ. ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში"; 1959-1965წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკის და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების წამყვანი არქიტექტორი; 1965 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო-საწარმოო სახელოსნოს დირექტორად; 1968 წელს არჩეულ იქნა ინტერიერის დიზაინის კათედრის გამგედ; მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: რესტორანი "დარიალი", სასტუმრო ივერიის კაფე, ვოლგოგრადში "ქართული ღვინის" უნივერსალური სავაჭრო ცენტრი, სომატური საავადმყოფო 200 ადგილზე და პოლიკლინიკა ქ. ქუთაისში (თანაავტორი არქ. ი. ჩხენკელი), მუსიკალური სკოლა 200 მოსწავლისათვის ქ. ჭიათურაში (1959), სანატორიუმი წყალტუბოში 150 ადგილზე (1953), ესტაკადა ქუთაისი-წყალტუბოს გზატკეცილზე (1952), ავტობუსების სადგური ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე (1952), ადმინისტრაციული შენობა ჭიათურაში (1955).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.653

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: