The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთი მატაბელი

ქეთი მატაბელი
ოფიციალური სახელი:ქეთევან მატაბელი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1978 წელს.

1981-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფერწერის პედაგოგი, თბილისის მხატვრის სახლის რესტავრატორი. არის ავტორი ფერწერული სერიისა "ძველი თბილისი" (1984). გაფორმებული აქვს ქუთაისის დრამატული თეატრის სპექტაკლი "დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომი" (რეჟისორი ნ. გაგნიძე, 1995); რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა "აქ მატარებლებს თეთრად ათოვს" (ანდრე მორუა, რეჟისორი მ. სურმავა, 1996); ტელესპექტაკლი "რაინერ მარია რილკეს პოეზია" (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი მ. სურმავა, 1994); წიგნი "ეროვნული ღირსებისათვის" (2001). მონაწილეობდა გამოფენებში: "არტ მანეჟი" (მოსკოვი, 1997); "არტ მესე" (გერმანია, 1999); თბილკრედიტბანკი (თბილისი, 2001); არტ სალონი (ლონდონი, 2002); პარიზი (2003), გერმანია (2003, 2004), ვენა (2005), თბილისი (2005), პარიზი (2014), ლონდონი (2015), თელავივი (2015), ვარშა (2015). 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში; საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის კერძო კოლექციებში. ფერმწერიგრაფიკოსიკოლაჟების და ასამბლაჟების ავტორი. ფესტივალ "ქართული სულის" სპეციალური ჯილდოს მფლობელი (2015). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.312; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.gemcs.gov.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 34-35;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.573

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2013 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: