Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინი ნასიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტი 2010 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (2015), კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (2017). სამაგისტრო თემა - "აუთსორსინგის შესაძლებლობები საქართველოში". აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კლიენტების მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით; 2011-2015წწ. ხელმძღვანელობდა გერმანული კომპანიის ბექ ოფისის ჯგუფს თბილისში, აქტიურად იყო ჩართული კომპანიის ბიზნეს პროცესების აღწერასა და ოპტიმიზაციაში და მონაწილეობას იღებდა ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის პროცესში; პროფესიული საქმიანობა განაგრძო ამავე კომპანიის გერმანიის ცენტრალურ ოფისში; ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. კიოლნში (გერმანია). არის თანაავტორი წიგნისა: "საქართველოს ღირებულებები : ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში=Werte Georgiens : Expedition in eine aufstrebende Wirtschaft=Values of Georgia: Expedition to an Emerging to an Emerging Economy". წიგნი სამენოვანია (ქართულ-ინგლისურ-გერმანული). Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |