The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ჩხიკვაძე

კონსტანტინე ჩხიკვაძე
Date of birth:16 September, 1951  (73 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1973 წელს.

1973-1976წწ. მუშაობდა წამყვან სპეციალისტად საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; მინაწილეობდა ნუცუბიძის პლატოსა და ბახტრიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაში; 1976-1987წწ. საქართველოს აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის და საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ატარებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატომური ენერგეტიკის ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხებზე, ასევე უნიკალური კაშხლების სეისმომედეგობაზე (ენგური, ხუდონი, ნამახვანი და სხვა) - რეტროსპექტულ ანგარიშებსა და ექსპერიმენტებს; 1987 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს, როგორც წამყვანი სპეციალისტი თეორიულ, კომპიუტერულ რიცხვითი და ნატურულ ექსპერიმენტულ კვლევებში საქართველოს კოსმოსური ნაგებობათა ინსტიტუტში; მონაწილეობს რამოდენიმე თაობის დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური ანტენების შექმნაში (აკად. ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით); არის საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის დოცენტი, პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო სპეციალური ცენტრის სამხედრო საინჟინრო კონსტრუქციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მისი მონაწილეობით იქნა გაანგარიშებული, დაპროექტებული და გამოცდილი ორიგინალური კონსტრუქციების სწრაფად გასაშლელი საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციებისთვის გათვალისწინებული ხიდები; 1999 წლის 23-28 ივნისს საქართველოს კოსმოსური ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ ღია კოსმოსში გატანილი იქნა დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური ანტენა-რეფლექტორი; არის ამ კონსტრუქციის თეორიული კვლევების ავტორი მეცნიერთა ჯგუფთან ერთად; კოსმოსური კონსტრუქცია - "რეფლექტორის" თეორიული კვლევების კომპლექსის ხელმძღვანელი. არის 40-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.656-657; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196

Awards and Honors

  • 2001 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • 1999 - ღირსების ორდენი
    კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კონსტრუქციის გატანაში, ორბიტალურ სადგურ ''მირზე'' საქართველო-რუსეთის ერთობლივი პროგრამა ''რეფლექტორით'' ურთულესი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებაში, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის

Bibliography

  • პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი და მისი გენერალური კონსტრუქტორი : საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო და აკადემიური მოღვაწეობა კოსმოსური მექანიკის, სამხედრო-ტექნიკური მეცნიერებების და სამხედრო-საინჟინრო მეცნიერებების დარგებში : მომზადებულია 2010 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით (Editor). - თბილისი, 2010. - 474გვ.

Share: